2 წლის და 10 თვის წინ
FIFA The Best-ის გათამაშებას, შესაძლოა, ბენზემა არ დაესწროს - ახალი ცნობები
FIFA The Best-ის გათამაშებას, შესაძლოა, ბენზემა არ დაესწროს - ახალი ცნობები
ავტორი
Aa

როგორც იცით, რამდენიმე დღეში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში FIFA The Best-ის დაჯილდოვება გაიმართება, სადაც სხვადასხვა პრიზები გათამაშდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოცემა "Relevo"-მ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, არის შანსი, რომ ამ ცერემონიას მადრიდის "რეალის" წარმომადგენლები არ დაესწრონ.

ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი, რომ ნაკლები შანსია კარიმ ბენზემამ (წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი), ტიბო კურტუამ (წლის საუკეთესო მეკარის პრიზი) და კარლო ანჩელოტიმ (წლის საუკეთესო მწრთვნელის პრიზი) ჯილდოს მოგება მოახერხონ.

გარდა ამისა, "სამეფო კლუბს" ურთულესი და გადატვირთული კალენდარი ელის, რის გამოც მადრიდელები მხოლოდ მომავალ მატჩებზე არიან კონცენტრირებულნი.

ასე რომ, დაესწრებიან თუ არა "ბლანკოსის" წარმომადგენლები ცერემონიას, ეს მადრიდული დერბის შემდეგ გაირკვევა.


Facebook კომენტარები