დღეს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალისა" და "ატლეტიკოს" შეხვედრა შედგება.
მადრიდული დერბის წინ, "ბლანკოსის" მწრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.
"ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობთ. ეს იქნება განსაკუთრებული თამაში. ატლეტიკო კარგი გუნდია და გამარჯვებას ეცდება.
"ფეხბურთელები ფიზიკურად კარგად არიან. კროოსი და მოდრიჩი ახლა ბევრად უკეთესად გრძნობენ თავს.
"ჩუამენის და კროოსს სასტარტოდან დაწყება შეეძლებათ.
"ნაჩოს მომავალი? ჯერ არაფერი არ ვიცით. იმედია, მომავალ სეზონში ისევ ჩვენთან იქნება.
"ვინისიუსი არასდროს იღებს ტრავმებს? დიახ, მისი დაშავება უიშვიათესი რამაა. ეს იმიტომ ხდება, რომ ბრაზილიელი საკუთარ თავზე კარგად ზრუნავს.
"მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ თამაში მეტოქეობის გამო ყოველთვის განსაკუთრებულია.
"ხალხი ამბობს, რომ აკადემიის მოთამაშეებს არ ვიყენებ? ახლა ამას გეტყვით. "იუვენტუსში" მუშაობის დროს, ვათამაშე ბუფონი, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლის იყო. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მან ეს დაიმსახურა. თუ ვინმე დაიმსახურებს, ის აუცილებლად ითამაშებს.
"ნაჩო "როხი ბლანკოს" წინააღმდეგ მენდის შეცვლის და მარცხენა მცველად დადგება.
"შემდეგი სეზონი? აქ დავრჩები, რადგან კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე მაკავშირებს. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთო მატჩების მოგებაა", - განაცხადა იტალიელმა.