1 დღის და 2 საათის წინ
ექსპერიმენტი მორჩა - ანჩელოტიმ ბელინგემზე მნიშველოვანი გადაწყვეტილება მიიღო
ექსპერიმენტი მორჩა - ანჩელოტიმ ბელინგემზე მნიშველოვანი გადაწყვეტილება მიიღო
ავტორი
Aa

ჯუდ ბელინგემს მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში ბოლო 9 მატჩში 0 გოლი აქვს გატანილი, რამაც შეშფოთება გამოიწვია როგორც კლუბსა და ფანებში, აგრეთვე თავად ფეხბურთელში. როგორც ჩანს, ინგლისელ ნახევარმცველს საოცრად ნაყოფიერი გასული სეზონის შემდეგ, მეტოქის კარის აღება უჭირს. 

MARCA-ს ინფორმაციით, ექსპერიმენტი მორჩა და კარლო ანჩელოტი გეგმავს, ბელინგემს შემტევი პოზიცია დაუბრუნოს ზუსტად ისე, როგორც ეს 2023/24 წლების სეზონში იყო. 

მოგეხსენებათ, კილიან მბაპეს კლუბში მოსვლით, ჯუდს შეტევითი არეალი გაცილებით შეუმცირდა, რაც მის შედეგიანობაზეც უშუალოდ აისახა. მოახლოებული მნიშვნელოვანი მატჩების ფონზე კი, "დორტმუნდისა" და "ბარსელონას" წინააღმდეგ, ანჩელოტის სურს, ინგლისელს შეტევაში გაცილებით მეტი თავისუფლება მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ბელინგემმა გასულ სეზონში "რეალის" შემადგენლობაში 23 გოლის გატანა მოახერხა და ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ბევრის აზრით, ინგლისელი ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატია.


Facebook კომენტარები