4 დღის წინ
ზარი "რეალის" ფეხბურთელთან - ვის შესთავაზა რონალდუმ "ალ-ნასრში" ტრანსფერი
ზარი "რეალის" ფეხბურთელთან - ვის შესთავაზა რონალდუმ "ალ-ნასრში" ტრანსფერი
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ალბათობა იმისა, რომ შემდეგ სეზონში მადრიდის "რეალს" ლუკა მოდრიჩი დაემშვიდობება. 

ჯერ-ჯერობით მისი მსურველთა სია ცნობილი არ არის, თუმცა სავარაუდოა, რომ ვეტერანი მოთამაშე კარიერის მიწურულს რანგით დაბალ ლიგაში წავა. 

უცხოურ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომლის მიხედვითაც ხორვატს ყოფილმა თანაგუნდელმა და ახლა "ალ-ნასრის" ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ დაურეკა. 

როგორც ცნობილია, პორტუგალიელმა მას "ალ-ნასრში" მასთან მისვლზე ესაუბრა და მათი ამ ტრანსფერში დარწმუნება სცადა. 

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რას ფიქრობს 39 წლის ნახევარმცველი ამ იდეაზე, თუმცა არის შანსი, რომ ყოფილი გუნდელები კიდევ ერთხელ, ამჯერად საუდის არაბეთში შეიკრიბონ. 

შეხსენება არ არის საჭირო, თუმცა აქვე აღვნიშნოთ, რომ მოდრიჩმა და რონალდუმ ერთად "ბლანკოსში" რამდენიმე წელი გაატარეს და უამრავი ტიტულის მოგებასთან ერთად დიდი ისტორია დაწერეს.


Facebook კომენტარები