1 თვის და 1 კვირის წინ
"რეალმა" ზაფხულში ამ ფეხბურთელს წასვლა სთხოვა - Diario AS-ის საინტერესო სიახლე
ავტორი
Aa
ზაფხულში, მადრიდის "რეალმა" გუნდის ცენტრალურ-მცველს, ხესუს ვალეხოს უთხრა, რომ მას შეუძლია კლუბი დატოვოს.
ინფორმაციას ამის შესახებ Diario AS-ი ავრცელებს, რომელიც ასევე წერს, რომ მიუხედავად კლუბის ასეთი გადაწყვეტილებისა, ფეხბურთელმა დარჩენა გადაწყვიტა.
მადრიდის რეალში ყველაზე ცუდი მდგომარეობა ხესუს ვალეხოს აქვს. ანჩელოტი თვლის, რომ ის არ არის იმ დონეზე, რასაც კლუბი მოითხოვს. სამეფო კლუბმა მას ზაფხულში უთხრა, რომ ის არ იყო მათი გეგმების ნაწილი და ყველაზე მიზანშეწონილი წასვლა იყო, მაგრამ მან დარჩენა გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელი 2015 წლიდან "ბლანკოსის" რიგებში ირიცხება. ამ დროის განმავლობაში ესპანელმა ჯამში მხოლოდ და მხოლოდ 32 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 4 დღის წინ
სავარაუდო დრო ცნობილია - როდის შეძლებს ალაბა ტრავმიდან დაბრუნებას
1 თვის და 1 კვირის წინ
“ვინისიუს ჯუნიორმა დაიმსახურა ეს…” - ტონი კროოსი კომენტარი ოქროს ბურთზე
1 თვის და 1 კვირის წინ
რონალდუ პირველზეა - ტოპ 10 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია
1 თვის და 1 კვირის წინ
“მისი მხრიდან ეს გადაწყვეტილება დაუჯერებელი იყო…” - რას ამბობს ბექჰემი ბელინგემზე