რაფაელ ვარანმა რამდენიმე კვირის წინ ხშირი ტრავმიანობის შემდეგ, საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ამ რთული ეტაპის შემდეგ კი, ფრანგი მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა და რამდენიმე საინტერესო დეტალზეც ისაუბრა. მათშორის მადრიდის "რეალში" გატარებულ წლებზე და მთავარ მწვრთნელებზე.
"რეალს ყოველთვის განსაკუთრებული მწვრთნელები ჰყავდა. თუმცა, ვფიქრობ, ჟოზე მოურინიომ რაღაც დიდი დაიწყო, ხოლო ანჩელოტიმ შეძლო ამ ყველაფრის მწვერვალად გადაქცევა. რაც შეეხება ზიდანის პერიოდს, ფრანგის მწვრთნელობის დროს ჩვენ ოქროს თაობა გვყავდა, რომელმაც ყველაფერი მოიგო"
ვარანს კარიერის განმავლობაში "ლანსში" , მადრიდის "რეალში" , "მანჩესტერ იუნაიტედში" და "კომოში" უთამაშია. სამეფო კლუბის მაისურით, ცენტრალურმა-მცველმა სულ 360 შეხვედრა ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიიწერა.