1 კვირის წინ
ბოლო ცნობები! - იქნება თუ არა მილიტაო "სელტასთან" მატჩში?
ბოლო ცნობები! - იქნება თუ არა მილიტაო "სელტასთან" მატჩში?
ავტორი
Aa

19 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-10 ტურის მატჩში, მადრიდის "რეალი" "სელტა ვიგოს" დაუპირისპირდება და მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე კი, "სამეფო კლუბის" ქომაგებისთვის Marca მნიშვნელოვან ინფორმაციას აცხადებს. 

როგორც ესპანური წყარო წერს, ამ შეხვედრაში დიდი ალბათობით გუნდის დახმარებას ედერ მილიტაოც შეძლებს, რომელსაც მარცხენა ფეხის კუნთის მცირე დაზიანება ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსი" ესპანეთის ჩემპიონატში 21-ი ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და გათამაშების ლიდერს, ბარსელონას, 3 ქულით ჩამორჩება.


Facebook კომენტარები