1 თვის და 1 კვირის წინ
მბაპე დიდ სკანდალშია - ვინ არის ქალი, რომლის გაუპატიურებასაც კილიანს აბრალებენ
მბაპე დიდ სკანდალშია - ვინ არის ქალი, რომლის გაუპატიურებასაც კილიანს აბრალებენ
ავტორი
Aa

მადრიდის „რეალის“ ფრანგ ვარსკვლავს, კილიან მბაპეს შვედეთში ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ინფორმაცია პოლიციაში შესული შეტყობინების შესახებ ადგილობრივ მედიას შვედეთის პროკურატურაში დაუდასტურეს.

„პოლიციაში შესული შეტყობინების თანახმად, ინციდენტი 2024 წლის 10 ოქტომბერს, სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა“, - აღნიშნულია შვედეთის პროკურატურის განცხადებაში.

საგამოძიებო ორგანო ეჭვმიტანილის ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა, შვედური მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სწორედ კილიან მბაპეა, რომელიც სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის დროს ორი დღის განმავლობაში სტოკჰოლმში იმყოფებოდა.

გამოცემა Aftonbladet-ი წერს, რომ სასტუმროში, რომელშიც კილიან მბაპე იმყოფებოდა, გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სასტუმროს შენობა გამოძიების მასალებში სავარაუდო დანაშაულის ადგილად ფიგურირებს.

მბაპემ მედიაში გავრცელებულ ცნობებს „ფეიკ ნიუსი“ უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენის აუცილებლობის მიზეზით მბაპე დიდიე დეშამმა ნაკრებში არ გამოიძახა. ამის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მბაპე შვედეთში ჩავიდა და საფრანგეთის ნაკრების თამაშის დროს სტოკჰოლმის ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდა. ფრანგულ სპორტულ პრესაში გამოქვეყნდა ღამის კლუბში მყოფი მბაპეს ფოტოები, რაზეც კომენტარის გაკეთება „რეალის“ ხელმძღვანელებს სთხოვეს, რომელთაც აღნიშნეს, რომ მათ კილიანს შვებულება მისცეს და შესაბამისად, მომხდარში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ.


Facebook კომენტარები