2 კვირის და 1 დღის წინ
კარვახალის ტრავმამ "რეალის" გეგმები შეცვალა - რა მოხდება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
კარვახალის ტრავმამ "რეალის" გეგმები შეცვალა - რა მოხდება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
ავტორი
Aa

როგორც იცით, ლა ლიგის წინა ტურში დანი კარვახალმა მძიმე დაზიანება მიიღო და ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.  

გაირკვა, რომ ესპანელი უკანახაზელისთვის სეზონი დასრულებულია და ის 8-10 თვეს იუქმებს. 

ბუნებრივია, ამ ყველაფერმა მადრიდის "რეალის" სატრანსფერო გეგმები სრულად შეცვალა. 

როგორც ბოლო წლებში მივეჩვიეთ, "ბლანკოსი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არ აქტიურობს და ახალ შენაძენებს არ აკეთებს. 

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იმის შანსი, რომ წელს "სამეფო გუნდი" იანვარში ტრანსფერებით გამოირჩეს, საკმაოდ მაღალია.

იწერება, რომ "რეალი" მარჯვენა და ცენტრალური მცველებს აქტიურად ეძებს და რამდენიმე ვარიანტსაც განიხილავს.

ასე და ამგვარად, საინტერესო იქნება, თუ ვის დაიმატებენ მადრიდელები ზამთარში.


Facebook კომენტარები