მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი გუნდის შეტევის გაძლიერებას ნაპოლის ქართველი ვარსკვლავით აპირებს.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დაინტერესებული ესპანეთში არამხოლოდ "ბარსელონაა", რის შესახებაც ადგილობივ მედიაში ცოტა ხნის წინ დაიწერა. როგორც ირკვევა, ნაპოლის 23 წლის ვარსკვლავის ტრანსფერზე ფიქრს მიუბრუნდა "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც, რის შესახებაც ინფორმაციას Fichajes.net ავრცელებს.
ცნობილია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის ოცნების კლუბი სწორედ მადრიდული გრანდი იყო, კუმირი კი მისი ყოფილი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო.
"სამეფო გუნდმა" მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გასაძლიერებლად სამიზნეში ნაპოლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ამოიღო. ფლორენტინო პერესი, რომელიც აცნობიერებს გუნდის საჭიროებებს, გარკვეულ პოზიციებზე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას აპირებს. ახლახან ჩემპიონთა ლიგაში ლილთან წაგების შემდეგ, რეალის პრეზიდენტი ნიჭიერ ქართველს განიხილივას როგორც ვარიანტს გუნდის თავდასხმის რგოლის გასაძლიერებლად.
სერია A-ს ერთ-ერთი ვარსკვლავი კვარაცხელია, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით, ნაპოლისთან ერთად ტიტულისთვის ბრძოლაშია ჩაბმული. გარემარბმა, რომლის თამაშს დიდი გავლენა აქვს იტალიური გუნდის გამოსვლაზე, ევროპის რამდენიმე წამყვანი კლუბის ყურადღება დაიმსახურა, მათ შორის, რეალ მადრიდის.
მაგრმა ნაპოლი არ აპირებს თავისი ვარსკვლავის იოლად დათობას. ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნაბიჯებს დგამს, რათა კვარაცხელიას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს და ხელფასი წელიწადში 6 მილიონ ევრომდე გაუზარდოს.
როდრიგოს შესაძლო წავლამ, რომლითაც პრემიერლიგაში ინტერესდებიან, შესაძლოა "ბლანკოსისკენ" გზა კვარაცხელიას გაუხსნას. ამასთან ერთად ფლორენტინო პერესს მოუწევს ნაპოლისთან რთულ მოლაპარაკებებში ჩაბმა, რომელიც თავის ვარსკვლავს მარტივად არ დათმობს. გადამწყვეტი ფაქტორი გამოსასყიდი თანხა იქნება, რომელიც 74 მილიონ ევროდ ფასდება.
მართალია, კვარაცხელიას კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვალისწინებული, მაგრამ ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი მაინც მისი პირადი ამბიციები და ის იქნება, მიიღებს თუ არა ნაპოლისგან ახალ შეთავაზებას” - წერს საიტი.