გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა, The Inside Scoop-თან ის მოთამაშე დაასახელა, ვის თავის კლუბში ხილვასაც ისურვებდა.
"ჩემი ნება რომ იყოს, მადრიდის "რეალში" ვილიამ სალიბას მოვიყვანდი. რა თქმა უნდა, ჩემს ახლანდელ პარტნიორთან თამაშით (ედერ მილიტაო) ძალიან ბედნიერი ვარ, ის ტრავმიდან დაბრუნდა და თავის საუკეთესო ფორმასაც უბრუნდება, თუმცა, ჩვენ უამრავი თამაშის ჩატარება გვიხდება, ამიტომაც, სალიბასთან ერთად როტაცია მშვენიერი იქნებოდა", - განაცხადა რუდიგერმა.
ცოტათი ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "თეთრები" სალიბას მომავალ ზაფხულში დამატებით სერიოზულად დაინტერესდნენ, თუმცა, კლუბის მხრიდან ამ თემაზე საუბარს ადგილი არ ჰქონია.
ფრანგ ცენტრალურ მცველს "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ამ მომენტისთვის "არსენალში" თავს მშვენივრად გრძნობს. სალიბას გუნდიდან წასვლა ამ ეტაპზე ნაკლებად რეალურია, რადგანაც ის მიკელ არტეტას საკმაოდ ამბიციურ გუნდში ერთ-ერთ წამყვან როლს იკავებს.