მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, მის ძმასთან, პოდკასტში Einfach mal Luppen, 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ისაუბრა.
"მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჩატარება ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ვთვლი, რომ რაღაც მომენტში უმჯობესია, ფულზე მეტად ფეხბურთელებზე იფიქრონ."
"ამაზე პასუხისმგებელი არავინაა. ჩემი აზრით, მსოფლიო საკლუბო და 2026 წლის მსოფლიო სანაკრებო ჩემპიონატები ძალიან ცუდი გამოვა, ფეხბურთელები ამდენი მატჩის თამაშს უბრალოდ ვერ გაუძლებენ."
"ვიცი, რომ ხალხს, განსაკუთრებით ფიფასა და უეფაში ამის გაგონება არ სურთ, თუმცა საბოლოოდ, შენ ისეთი ანაზღაურებისთვის თამაშობ, რომელიც აღარ ღირს. რაღაც მომენტში, მეტის სურვილი აღარ გექნება, რაც საშინელებაა როგორც მოთამაშისთვის, აგრეთვე გულშემატკივრის", - განაცხადა გერმანელმა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ევროპული სეზონის დამთავრებიდან რამდენიმე კვირაში, აშშ-ში, 15 ივნისიდან 13 ივლისამდე ჩატარდება და ტურნირზე მონაწილეობას 32 კლუბი მიიღებს.