2 კვირის და 5 დღის წინ
სხვაგვარად ლიგას ვერ მოვიგებთ - 2 ფეხბურთელი, რომლის შეძენაც "რეალს" ზამთარში დასჭირდება
სხვაგვარად ლიგას ვერ მოვიგებთ - 2 ფეხბურთელი, რომლის შეძენაც "რეალს" ზამთარში დასჭირდება
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კილიან მბაპე და ენდრიკი დაიმატა.

მიუხედავად ამისა, სეზონის ამ ეტაპზე პატარ-პატარა ნიუანსები გამოჩნდა და სხვადასხვა სახის პრობლემები გამოიკვეთა.

კერძოდ, ტონი კროოსის წასვლის შემდეგ კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, თუ რაოდენ დიდ ძალას წარმოადგენდა გერმანელი "სამეფო გუნდისთვის".

ამ მომენტისთვის "ბლანკოსს" ნომინალური გამთამაშებელი არ ჰყავს, რომელიც თავდამსხმელებს გრძელი პასებითა და დაცვიდან შეტევაში სწრაფი ამოსვლით გაანებივრებს. 

მედიაში იწერება, რომ "რეალი" აქტიურად ფლორიან ვირცს აკვირდება, რომელსაც მსგავსი როლის შეთავსება მეტ-ნაკლებად შეუძლია.

ამავდროულად მეკარის პოზიცია ამ სეზონში პრობლემურია. მადრიდელთა კარის დარაჯი ტიბო კურტუა კვლავ ტრავმიანობს და მას რიგ მატჩებში ანდრე ლუნინი ანაცვლებს. ასე რომ, ფლორენტინო პერესმა და მისმა გუნდმა ახალი მეკარის მოძებნაზე კარგად უნდა იფიქროს.


Facebook კომენტარები