3 კვირის და 4 დღის წინ
"ლივერპულს" "რეალის" ფეხბურთელის დამატება სურს - რას გეგმავენ მერსესაიდელები
"ლივერპულს" "რეალის" ფეხბურთელის დამატება სურს - რას გეგმავენ მერსესაიდელები
ავტორი
Aa

გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპული" მადრიდის "რეალის" 23 წლის ვინგერის, როდრიგოს შესაძენად, ბიუჯეტიდან 100 მილიონ ევროს ამზადებს. 

როგორც ჩანს, "წითლები" ბრაზილიელ შემტევს მოჰამედ სალაჰის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებენ, ვინაიდან, ეგვიპტელი "ენფილდზე" უკანასკნელ სეზონს ატარებს. 

მიუხედავად როდრიგოს საკმაოდ დაფასებისა, მადრიდელები ამ უკანასკნელს ხელშეუხებლად მაინც არ მიიჩნევენ. "ლუვერპულში" თვლიან, რომ ბრაზილიელის შემტევი უნარები არნე სლოტის სათამაშო სტილს ძალიან მოუხდება. 

თუ "ლივერპული" 2025 წლის ზაფხულში ესპანურ კლუბს ოფიციალურ წინადადებით მიმართავს, ამან შეიძლება მოთამაშის მომავალზე დიდი გავლენა იქონიოს. 


Facebook კომენტარები