გავრცელებული ინფორმაციით, "ალავესთან" მატჩში მიღებული დაზიანების გამო, კილიან მბაპე 3 კვირით იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგი "ატლეტიკოსთან" გასამართ მადრიდულ დერბის გამოტოვებს.
ლა ლიგის მომდევნო ტურში, მადრიდის "რეალი" დიეგო სიმეონეს შეგირდებს "ვანდა მეტროპოლიტანოზე" დაუპირისპირდება. მბაპემ გუშინდელ მატჩში, სადაც თავი გოლით გამოიჩინა, კარლო ანჩელოტის შეცვლა რამდენჯერმე სთხოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგ ფორვარდს ტკივილი თამაშის მიმდინარეობისას საკმაოდ აწუხებდა.
სამეცადინო დასკვნების მიხედვით, მბაპემ მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა, რის გამოც რეაბილიტაციის პროცესი 3 კვირიდან 1 თვემდე გაიწელება.
შესაბამისად, ანჩელოტის მოუწევს პრინციპულ დერბიში 3 ქულისთვის ფრანგი სუპერვარსკვავის გარეშე იბრძოლოს. შეგახსენებთ, რომ მატჩი 29 სექტემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.