2 საათის და 14 წუთის წინ
ანჩელოტი: "ზოგიერთები კარიერის დასრულებაზეც კი სერიოზულად ფიქრობენ"
ანჩელოტი: "ზოგიერთები კარიერის დასრულებაზეც კი სერიოზულად ფიქრობენ"
ავტორი
Aa

საფეხბურთო სამყაროში მატჩების გაზრდილ რაოდენობაზე ხმა უკვე არაერთმა ფეხბურთელმა თუ მწვრთნელმა აიმაღლა. საუბარია მოთამაშეების გაფიცვაზეც. ამ თემაზე კომენტარი მადრიდის "რეალის" თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმაც გააკეთა. 

მედიასთან ინტერვიუში ანჩელოტიმ აღნიშნა: "ამაზე რეაგირება აუცილებელია, რათა ფეხბურთელების ტრავმები თავიდან ავიცილოთ. მოთამაშეები ნაკლები თამაშისთვის ხელფასის დაკლებაზე თანახმა არიან." 

"ფეხბურთელებისა და მწვრთნელების განცხადებები ამ სეზონში კალენდარს ვერ შეცვლის, საჭიროა ნაბიჯები ლა ლიგამ, ფიფამ, უეფამ და მსგავსმა ლრგანიზაციებმა გადადგას." 

"მათ უნდა გააანალიზონ, რომ მოთამაშეების ამ დონეზე დატვირთვა კარგ შედეგს არ გამოიღებს. სამწუხაროა, რომ კალენდარი ამ სეზონში არ შეიცვლება." 

"ზოგიერთები კარიერის დასრულებაზეც სერიოზულად ფიქრობენ, რაც ვთვლი, რომ სავსებით მართებულია", - განაცხადა ანჩელოტიმ.



Facebook კომენტარები