2 თვის და 1 კვირის წინ
"ჩვენ ერთმანეთს ამით ვასაზრდოებდით", - მესის ემოციური განცხადება რონალდუზე
"ჩვენ ერთმანეთს ამით ვასაზრდოებდით", - მესის ემოციური განცხადება რონალდუზე
ავტორი
Aa

მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ თავის კარიერაში მე-8 ოქროს ბურთი მოიგო, არგენტინელს ჟურნალისტებმა რამდენიმე საინტერესო კითხვა დასუვეს.

ჟურნალისტი: "ახლა თქვენ უკვე მე-8 ოქროს ბურთი მოიგეთ, რაც სამით მეტია რონალდუზე, ფიქრობთ, რომ ეს ბრძოლა დასრულდა?"

მესი: "ეს იყო ნამდვილად ეპიკური დაპირისპირება. მივიჩნევ, რომ ჩვენ ერთმანეთს ამ ბრძოლით ვასაზრდოებდით, რადგან ჩვენ ძალიან მებრძოლები ვართ.

"ვფიქრობ, ეს ძალიან ლამაზი პერიოდი იყო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც ფეხბურთი უყვარს.

"რაც ამ ხნის მანძილზე გავაკეთეთ, ძალიან დასაფასებელია, რადგან როგორც ამბობენ, მწვერვალზე ასვლა ადვილია, დარჩენა კი რთული.

"ათი თუ თხუთმეტი წელი დავრჩით ამ დონეზე და ეს ძალიან რთული იყო.

"მივიჩნევ, რომ ეს ყველასთვის ლამაზი მოგონება იქნება", - თქვა მესიმ.


Facebook კომენტარები