1 წლის და 7 თვის წინ
"რთულია საუბარი" - ჰენდერსონი "რეალთან" მატჩის შემდეგ
"რთულია საუბარი" - ჰენდერსონი "რეალთან" მატჩის შემდეგ
ავტორი
Aa

"ლივერპულის" კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა მადრიდის "რეალთან" მატჩის შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"რთულია საუბარი. ისინი კარგები არიან, თუმცა ჩვენ თავს დიდი პრობლემები შევუქმენით."

"დარწმუნებული არ ვარ, რომ მესამე გოლის ეპიზოდში ჯარიმა დასანიშნი იყო. სწორედ ამის შემდეგ მატჩის სადავეები ჩვენს ხელთ აღარ იყო." - ამბობს ინგლისელი.

ჰენდერსონი აპელირებას ვინისიუსის მომენტზე აკეთებს, სადაც ჯო გომესი მასზე აშკარად დაჯარიმდა, რის შემდეგაც მილიტაომ მერსესაიდელებს მესამე გოლი გაუტანა.

საბოლოოდ, შეხვედრა "ბლანკოსის" სასარგებლოდ 2:5 დასრულდა და ამით მადრიდელებმა მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.


Facebook კომენტარები