1 წლის და 7 თვის წინ
"მადრიდში მოსაგებად ჩავალთ" - რას ამბობს კლოპი "რეალთან" მარცხზე
"მადრიდში მოსაგებად ჩავალთ" - რას ამბობს კლოპი "რეალთან" მარცხზე
ავტორი
Aa

"ლივერპულის" მთავარმა მწრთვნელმა იურგენ კლოპმა მადრიდის "რეალთან" განცდილი მარცხის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

"ვფიქრობ, დღეს ყველაფერი აშკარა იყო. 5 გოლი გავუშვით, რაც ნიშნავს, რომ შეგვეძლო უკეთესები ვყოფილიყავით. პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ. მიუხედავად იმ 2 გაშვებული გოლისა, მგონია, რომ ეს სეზონში საუკეთესო 45 წუთი იყო ჩვენთვის."

"ვფიქრობ, კარლო ფიქრობს, რომ დუელი აქ დასრულდა და ეს მეც ასე მგონია, მაგრამ სამ კვირაში... დღეს ვნახეთ რომ ისინი კონტრშეტევებზე ძალიან კარგები არიან. ბერნაბეუზე თამაშის მოგება გვსურს."

"არ ვიცი, მათი მესამე გოლი ჯარიმა იყო თუ არა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავი უკეთ უნდა დაგვეცვა. ეს დიდი დარტყმა იყო."

"მადრიდში მოსაგებად ჩავალთ. გვსურს, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე გავიმარჯვოთ." - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ შეხვედრაში მერსესაიდელები დარვინ ნუნიეშისა და მოჰამედ სალაჰის გოლებით 2:0-ს იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა 2:5 დასრულდა.


Facebook კომენტარები