მადრიდის "რეალის" მთავარმა მწრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ "ლივერპულთან" გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
"როდესაც 2:0-ს ვაგებდით, "სიტისთან" მატჩი გამახსენდა."
"გვქონდა თუ არა გუნდური საუბარი შესვენებაზე? არა, ჩვენ არ გვისაუბრია."
"რთულია, გაანალიზო თუ რა მოხდა. მითუმეტეს იმის ფონზე, თუ როგორ დაიწყო მატჩი. თავდაჯერება არ დაგვიკარგავს და მეთოდურად სიტუაციის გაკონტროლება დავიწყეთ."
"დღეს როდრიგომ და ვინისიუსმა საოცრად ითამაშეს. ვინი მსოფლიოში ყველაზე დიდი სხვაობის მომცემი ფეხბურთელია."
"ჯერ არაფერი დასრულებულა. ლივერპული კვლავ საქმეშია, უნდა გვჯეროდეს, რომ ბერნაბეუზე დიდი ბრძოლა გველის."
"სეზონი ჯერ კიდევ წინ არის. ვფიქრობ, ყველაფრის მოგება შეგვიძლია."
"თქვენ არ იცით, თუ ჩვენთვის როგორი მნიშვნელოვანნი არიან ვეტერანები. მოდრიჩი, კროოსი, ბენზემა მათ უდიდესი როლი აქვთ."
"ლივერპული კარგი გუნდია. მათ იციან თუ როგორ ითამაშონ მაღალ სისწრაფეზე."
"მოდრიჩი ასეთ შეხვედრებში ყოველთვის სასტარტო შემადგენლობაში იქნება." - განაცხადა კარლომ.
შეგახსენებთ, რომ "სამეფო გუნდმა" ენფილდზე ორბურთიანი უპირატესობა აღმოფხვრა და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.