3 კვირის წინ
"ხვიჩა მბაპეს აჯობებს, ვიყიდოთ ახლავე" - როგორ ეხმაურებიან "რეალის" ფანები კვარას პერფორმანსს
"ხვიჩა მბაპეს აჯობებს, ვიყიდოთ ახლავე" - როგორ ეხმაურებიან "რეალის" ფანები კვარას პერფორმანსს
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს მეორე ტურში "ნაპოლიმ" შინ "ბოლონია" 3:0 გაანადგურა. 

ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ასისტთან ერთად გოლიც მიითვალა. 

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელის ბენეფისს მადრიდის "რეალის" უცხოელი ქომაგებიც გამოეხმაურნენ. 

"გაუშვით მბაპე, კვარა ვიყიდოთ! ის ბევრად უკეთესია! ქართველი უნდა გვეყიდა! 

"ხვიჩას გამთამაშებლური თვისებები, პასი, მოძრაობა, შორიდან გასროლები... ეს ისაა, რაც ანჩელოტის გუნდს ძალიან დაეხმარება. 

"მბაპე კარგია, მაგრამ რეალს უფრო იაფად ხვიჩას დამატება შეეძლო. ვარსკვლავი, რომელსაც დიდი მწვერვალები აქვს დასაპყრობი. 

"ხვიჩა სამეფო გუნდში მართლაც საინტერრსო იქნებოდა. იმედია, ვიხოლავთ მას თავის ოცნების გუნდში", - წერენ ქომაგები


Facebook კომენტარები