3 თვის და 1 კვირის წინ
"პსჟ-ს" შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეეზღუდოს - მიზეზი კილიან მბაპეა
"პსჟ-ს" შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეეზღუდოს - მიზეზი კილიან მბაპეა
ავტორი
Aa

გავრცელებული ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენს" შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეეზღუდოს. საქმე კილიან მბაპესთან არსებულ დავას, კერძოდ, 55 მილიონი ევროს ოდენობის გადაუხდელ ხელფასს ეხება.

მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავი ამტკიცებს, რომ მის ყოფილ კლუბს "პარკ დე ფრენსზე" გატარებული პერიოდისთვის მას ანაზღაურებას არ აძლევს. სადავო თანხა მოიცავს 36 მილიონი ევროს ხელმოწერის ბონუსს, 3 თვის ხელფასსა და „ეთიკის ბონუსს“ 2024 წლის აპრილი-ივნისისთვის.

Le Monde-ის ცნობით, მბაპეს ადვოკატებმა საქმე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასა და უეფაში გადაიტანეს. პარიზული კლუბის მტკიცებით, მბაპემ ზეპირი შეთანხმება დაარღვია, რაც მას ამ თანხაზე მოთხოვნის უფლებას უკარგავს.

როგორც ირკვევა, უეფას თავისუფლად შეუძლია ამ დავის გამო "პსჟ-ს" ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე შეზღუდვები დაუწესოს. ყველაფერი ზემოთხსენებულ ინსტანციებში გადაწყდება.


Facebook კომენტარები