1 თვის წინ
"ის ფაქტი, რომ მბაპემ სადებიუტო მატჩში..." - პერესის საინტერესო ინტერვიუ
"ის ფაქტი, რომ მბაპემ სადებიუტო მატჩში..." - პერესის საინტერესო ინტერვიუ
ავტორი
Aa

ევროპის სუპერთასის მოგების შემდეგ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა "Realmadrid TV-სთან" ინტერვიუ ჩაწერა სადაც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა:                         

ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ახლახან ვიწყებთ სეზონს, ეს პირველი ტიტულია, რომელიც მოვიგეთ და ეს გაგვამხნევებს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ. ეს მოგვცემს ენერგიას სეზონისთვის, რომელიც, როგორც ყველამ ვიცით, ძალიან რთული იქნება'.

"ის ფაქტი, რომ მბაპემ სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა, მას დიდ თავდაჯერებულობას შესძენს კარგი სეზონის ჩასატარებლად. ის ძალიან ბედნიერია. როდესაც მან მედალი აიღო, ბედნიერი იყო. ადვილი არ არის "სამეფო კლუბში" დებიუტის დროს გოლის გატანა. მან მშვენივრად დაიწყო".

"მეორე ტაიმში გამარჯვებისთვის გამოვედით. ორი გოლი გავიტანეთ და მეტის გატანა შეგვეძლო. როცა ამ იმპულსით და ამ ძალით გადიხარ გამარჯვებისთვის, ნორმალურია, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ.

„აღფრთოვანებული ვარ იმით, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შრომატევადი მუშაობა, როგორც შარშან გავაკეთეთ და მივიღებთ იმას, რაც გვინდა. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს და ამაში ეჭვი არავის ეპარება.'- განაცხადა პერესმა.


Facebook კომენტარები