3 თვის და 3 კვირის წინ
"ტუალეტში შევედი და 250 ღერი მოვწიე, მას შემდეგ კი...", - სანიოლის კომენტარი ზიდანზე
"ტუალეტში შევედი და 250 ღერი მოვწიე, მას შემდეგ კი...", - სანიოლის კომენტარი ზიდანზე
ავტორი
Aa

ვილი სანილიონი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელშიც საფრანგეთის ნაკრები იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა წარსულში ფინალის შემდეგ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. როგორც ის ამბობს, მატერაცისა და ზიდანის ცნობილი ეპიზოდის გამო ლეგენდარულ ფრანგზე გაბრაზებული იყო.

„მისი ბოდიში ვერ მივიღე, არ მინდოდა მასთან საუბარი. არ იყო შესაფერისი დრო ამისათვის, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით. 

"ტუალეტში შევედი და 10 წუთში 250 ღერი სიგარეტი მოვწიე. ამის შემდეგ ორი წელი არ გვილაპარაკია“, - თქვა სანიოლმა. 

მათი შერიგება მხოლოდ 2008 წელს, ვილის ქორწილში შედგა.


Facebook კომენტარები