3 თვის და 3 კვირის წინ
“მესმის, რომ მან შარშან ბევრი ითამაშა” - კურტუას კომენტარი ლუნინზე
“მესმის, რომ მან შარშან ბევრი ითამაშა” - კურტუას კომენტარი ლუნინზე
ავტორი
Aa

როგორც იცით, შარშან, როდესაც ტიბო კურტუამ უმძიმესი ტრამვა მიიღო, მაშინ უკრაინელმა მეკარემ ლუნინმა თავი გამოიჩინა და არა ნორმალური სეზონი ჩაატარა.

როდესაც კურტუა ტრამვიდან დაბრუნდა, რა თქმა უნდა, გუნდის პირველი მეკარე კვლავ ის გახდა.

მედიაში ხშირად იწერებოდა სტატიები, სადაც ლუნინის გადასვლაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ჯერ ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ტიბომ ინტერვიუს დროს ისაუბრა:

ლუნინი, ყველამ თითონ უნდა აირჩიოს, თუ რა არის მისთვის საუკეთესო. მესმის, რომ მან ბევრი მატჩი ჩაატარა შარშან და თამაშის გაგრძელება სურს”

“თქვენ უნდა აირჩიოთ საუკეთესო გზა, რომ კარგი კარიერა გქონდეთ. ის დიდი ფეხბურთელია და საუკეთესოს იმსახურებს”, -  განაცხადა მან.


Facebook კომენტარები