ინგლისელმა ტელეწამყვანმა რიჩარდ კიზმა ცოტა ხნის წინ Twitter-ზე ჯუდ ბელინგემი წინდებზე ნახვრეტების გაკეთების გამო გააკრიტიკა.
„ესპანეთში ეს ყველასთვის აკრძალულია ბელინგემის გარდა, რომელიც ამპარტავნულად და ეგოისტურად აკეთებს იმას, რაც სურს.”თქვა კიზმა.
ამ განცხადების შემდეგ, ინგლისელი ნახევარმცველი ბევრმა გულშემატკივარმა დაიცვა. მათი თქმით, წინდებზე ნახვრეტების გაჭრაში არაფერია ამპარტავნული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მხოლოდ ხელს უწყობს მოთამაშეს თავისუფლად გადაადგილებაში.
გარდა ამისა, თუ ეს პრაქტიკა ნამდვილად ეწინააღმდეგება ესპანური ფეხბურთის წესებს, ბელინგემს სავარაუდოდ, რაიმე სახის სანქცია დაემუქრება.
ბოლო პერიოდში, ძალიან შესამჩნევი გახდა სიძულვილის ოდენობა, რომელიც ინგლისელი ნახევარმცველისკენაა მიმართული. ალბათ სწორედ ეს არის ფასი, რომელსაც ის 21 წლის ასაკში ფენომენალური შედეგების დაფიქსირების გამო იხდის.