4 თვის წინ
"კრიშტიანუს ვაფასებდი, ახლა კი..." - კვარაცხელიამ რონალდუზე ისაუბრა
"კრიშტიანუს ვაფასებდი, ახლა კი..." - კვარაცხელიამ რონალდუზე ისაუბრა
ავტორი
Aa

"ნაპოლის" ქართველმა სუპერვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მისი საფეხბურთო კუმირის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა:

"რონალდუ როგორც ფეხბურთელი ძალიან დიდია და მას იმიტომ ვაღმერთებდი, რომ მესის ნაირი ოპონენტი ჰყავს და თითქმის ყველა სეზონში ერთ დონეზე იყვნენ ხოლმე" 

"ძალიან რთულია მას კონკურენცია გაუწიო რადგან, ადამიანი დაიბადა იმისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშოს, შენ კი ამ ადამინს კონკურენციას უწევ, ბევრს შენ ურჩევნიხარ"

"ამის გამო ვაფასებდი. მისი პროფესიონალიზმით ამდენს, რომ მიაღწია. თან ისეთ ოჯახში გაიზარდა, რომ რთული ცხოვრება ჰქონდა"

"ჩემთვის კუმირი იყო და ძალიან ბევრი სიამოვნება მომანიჭა მისი თამაშით და მისი გოლებით"

"არაბეთში წასვლის შემდეგ მის თამაშს ვეღარ ვუყურებ, თუმცა გოლებს ვნახულობ", - თქვა კვარამ.


Facebook კომენტარები