4 თვის წინ
გადაწყდა - რა ბედი ელით რუდიგერსა და მენდის
გადაწყდა - რა ბედი ელით რუდიგერსა და მენდის
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალმა" ფერლან მენდისთან კონტრაქტის სამი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწია, - აცხადებს ფაბრიციო რომანო. 

მენდის ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე გაგრძელდება, კიდევ ერთი წლის დამატების ოფციით. მისი ხელფასი კი დამოკიდებული იქნება საკლუბო სეზონის განმავლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე. 

ეს დიდი სიახლეა ფრანგი მცველისთვის, რომლის მომავალი მადრიდის "რეალში" ბოლო დრომდე გაურკვეველი ჩანდა. 

რომანო ასევე დასძენს, რომ ანტონიო რუდიგერს მაცდური წინადადებით მიმართეს საუდის არაბეთის კლუბის "ალ იტიჰადის" წარმომადგენლებმა, მაგრამ გერმანელი მცველი "თეთრების" დატოვებას არ განიხილავს. 

თავის მხრივ, მადრიდის რეალი რუდიგერის გაყიდვით ამ ეტაპზე არ არის დაინტერესებული. მადრიდელები თვლიან, რომ ის ხელშეუხებელი რჩება.


Facebook კომენტარები