1 თვის და 2 კვირის წინ
"ხვიჩას ოცნება "რეალში" თამაშია, მაგრამ ის..." - ფაბრიციო რომანოს განცხადება
"ხვიჩას ოცნება "რეალში" თამაშია, მაგრამ ის..." - ფაბრიციო რომანოს განცხადება
ავტორი
Aa

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სანდო ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ნაპოლის" ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

იტალიელმა ჟურნალისტმა ზოგადად კვარას ეფექტზე და გარდა ამისა, მის გარშემო არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა, სადაც მთავარი საკითხი "რეალისა" და ხვიჩას ჭორებია.

რომანოს ცნობით, კვარაცხელია "ბლანკოსში" თამაშზე ოცნებს, მაგრამ ამ მომენტისთვის მხარეებს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ არსებობს.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხვიჩა მხოლოდ "ნაპოლიზეა" კონცენტრირებული და მას სხვა საფიქრალი არ აქვს.

მიუხედავად ამისა, ის ჭორები, რომელიც უკვე ვრცელდება, კვლავაც არ შეჩერდება, ვინაიდან ქართველი საფეხბურთო საზოგადოების გაოცებას აგრძელებს.


Facebook კომენტარები