2 თვის და 3 კვირის წინ
დიდი მოულოდნელობა - ვინ არის ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი
დიდი მოულოდნელობა - ვინ არის ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპე ოფიციალურად მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია.  

აღსანიშნავია, რომ მისი ხელფასი "სამეფო გუნდში" ყოველწლიურად 31.2 მილიონი ევრო იქნება. 

საინტერესოა, რომ ფრანგი შემტევი ამ მაჩვენებლით ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის მესამე ადგილს იკავებს. 

დღევანდელი მონაცემების მიხედვით მას კატალონიის "ბარსელონას" ორი ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკი და ფრენკი დე იონგი უსწერებს. 

როგორც ცნობილია, პოლონელის წლიური ხელფასი 33.3 მილიონ ევროს, ხოლო ნიდერლანდელის 37.5 მილიონ ევროს შეადგენს.

აქვე გეტყვით, რომ მბაპეს "რეალთან" კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს. 


Facebook კომენტარები