მადრიდის "რეალისგან" მომავალ სეზონებში დიდ გაძლიერებას უნდა ველოდოთ, რადგან გუნდის ლიდერები უკვე ასაკში შედიან.
მათ შორის კარიმ ბენზემაც, რომელსაც კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.
მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბლანკოსი" ფრანგის შემცვლელად ერლინგ ჰოლანდს განიხილავს, რომლის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი სწორედ 2 წელიწადში აქტიურდება.
გარდა ამისა, უკვე იწერება "რეალის" ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესზე.
ყველა ვთანხმდებით, რომ ქართველი შემტევი ჯერ "ნაპოლიდან" არ უნდა წავიდეს. 2 სეზონში კი გრანდში გადასასვლელად შესანიშნავი დრო იქნება, როგორც ამას მედია წერს.
ასევე უნდა ვთქვათ, რომ მოდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდელები ჯუდ ბელინგემის ყიდვას უმიზნებენ.
ასე რომ 2024 წელს "რეალს", დიდი ალბათობით, საკმაოდ მძლავრი გუნდი ეყოლება და იმედი ვიქონიოთ, რომ ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ქართველი ფეხბურთელი იქნება.
თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია...