2 თვის წინ
"ძალიან მსურდა, რომ კროოსთან ერთად..." - რა თქვა კიმიხმა
"ძალიან მსურდა, რომ კროოსთან ერთად..." - რა თქვა კიმიხმა
ავტორი
Aa

გერმანიისა და ესპანეთის მეოთხედფინალური დაპირისპირების დრამატული დასასრულის შემდეგ, იოზუა კიმიხი გასახდელში სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ეს გავარდნა წინა ტურნირებისგან ბევრად განსხვავებული იყო. მან მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს და განსაკუთრებით ტონი კროოსს.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც აქ იყო და სრული ძალისხმევა ჩადო გუნდის წინსვლაში. და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ტონის. მან წარმოუდგენელი ტიტულები მოიგო და უამრავი რეკორდი დაამყარა."

"დიდი სურვილი მქონდა, რომ მასთან ერთად ევროპის ჩემპიონობაც მეზეიმა. 

"ჩემთვის ის უდავოდ საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელია, ვინც ჩვენ გვყოლია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორი დიდებული ადამიანია ის ყველა ჩვენგანისთვის გასახდელში", - თქვა კიმიხმა.


Facebook კომენტარები