2 თვის წინ
"რონალდუმ საკუთარი სახელი ისტორიაში ჩაწერა, მაგრამ..." - რა თქვა მბაპემ
"რონალდუმ საკუთარი სახელი ისტორიაში ჩაწერა, მაგრამ..." - რა თქვა მბაპემ
ავტორი
Aa

პარასკევს, 5 ივლისს, ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ერთმანეთს საფრანგეთი და პორტუგალია დაუპირისპირდებიან.

ბუნებრივია, გულშემატკივართა თვალი ამ შეხვედრის ორი სუპერვარსკვლავისკენ იქნება მიმართული, ესენი, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუ და კილიან მბაპე არიან.

მატჩის წინ მედიასთან საუბრისას, მბაპემ რონალდუს შესახებ კომენტარი გააკეთა და მისი კუმირი კიდევ ერთხელ განადიდა.

"უნდა დავაფასოთ ის, თუ რა იყო რონალდუ აქამდე და ისიც, თუ როგორია ის ახლა. მე ბევრის თქმა არ შემიძლია, უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ ამ ფეხბურთელის სიდიადით."

"მისნაირი ფეხბურთელი აღარასდროს იარსებებს, მან ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი სახელი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა, მაგრამ ხვალ, იმედი მაქვს, რომ ჩვენ (საფრანგეთი) გავიმარჯვებთ”, - დასძინა მან სიცილით.


Facebook კომენტარები