5 თვის წინ
"ნაჩომ თქვა, რომ ბევრ გოლს გამიტანენ? მათ ამას ვეტყოდი" - რა თქვა მამარდაშვილმა
"ნაჩომ თქვა, რომ ბევრ გოლს გამიტანენ? მათ ამას ვეტყოდი" - რა თქვა მამარდაშვილმა
ავტორი
Aa

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრების უმნიშვნელოვანეს მატჩამდე 1 დღეა დარჩენილი.

შეხვედრის წინ ჩვენი გუნდის მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა მედიასთან პრესკონფერენცია გამართა. 

"როგორც რიგითი ქართველი, ხვიჩას ვგულშემატკივრობ და მივიჩნევ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ვფიქრობ, ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. 

"ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანელებს პატივს არ ვცემ, ისინი ერთ-ერთი საუკეთესოები არიან, მაგრამ მე კვარას გულშემატკივარი ვარ.

"დაცვაში უშეცდომოდ უნდა ვითამაშოთ და მერე კონტრშეტევაზე გადავიდეთ. რთულ თამაშს ველოდებით, უკნიდან ვითამაშებთ, მაგრამ შეტევაში სახიფათოები ვიქნებით.

"ნაჩომ განაცხადა, რომ ბევრ გოლს გამიტანენ? წარმატებებს ვუსურვებ მათ. 

"პენალტების კუთხით ყველა მატჩის წინ მეტოქეები შესწავლილი მყავს. ასე რომ, ყველაფრისთვის მზად ვიქნები", - განაცხადა მამარდაშვილმა.


Facebook კომენტარები