5 თვის წინ
პირველად გარეტ ბეილის შემდეგ! - რა შედეგი დააფიქსირა გიორგი მიქაუტაძემ
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ორი შეხვედრა ჩაატარა, სადაც ჩვენმა გუნდმა 2 გოლის გატანა შეძლო.
საგულისხმოა, რომ ორივე ბურთის ავტორი გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომელმაც ამ მაჩვენებლით განსაკუთრებული შედეგი დააფიქსირა.
კერძოდ, ქართველი შემტევი გარეტ ბეილის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ 2 თამაშში გოლი გაიტანა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა ეს 2016 წელს შეძლო, როდესაც მან ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გოლი შეაგდო.
შეგახსენებთ, რომ უელსელმა თავდამსხმელმა 8 წლის წინ ამ ტურნირზე სლოვაკეთის, ინგლისისა და რუსეთის ნაკრებების კარი აიღო.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 კვირის წინ
სავარაუდო დრო ცნობილია - როდის შეძლებს ალაბა ტრავმიდან დაბრუნებას
1 თვის და 1 კვირის წინ
“ვინისიუს ჯუნიორმა დაიმსახურა ეს…” - ტონი კროოსი კომენტარი ოქროს ბურთზე
1 თვის და 1 კვირის წინ
რონალდუ პირველზეა - ტოპ 10 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია
1 თვის და 1 კვირის წინ
“მისი მხრიდან ეს გადაწყვეტილება დაუჯერებელი იყო…” - რას ამბობს ბექჰემი ბელინგემზე