კატალონიის "ბარსელონა" მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის ტაკეფუსა კუბოს დამატებით არის დაინტერესებული.
ესპანური გამოცემის თანახმად, "ბლაუგრანაში" ფიქრობენ, რომ 21 წლის შემტევი ჩავი ერნანდესის სისტემას იდეალურად მოერგება.
ტრანსფერის განხორციელება მარტივი ნამდვილად არ უნდა იყოს. უდიდესი ალბათობით, "რეალ სოსიედადი" კუბოს სანაცვლოდ მისი გამოსასყიდი თანხის, 60 მილიონი ევროს მიღებას მოითხოვს.
"ბარსას" ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ იაპონელის შესაძენად კლუბს რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისებაც დასჭირდება.
სხვათა შორის, ტაკეფუსას უფლებების 50% ჯერ კიდევ "ბლანკოსს" ეკუთვნის. კუბოს გაყიდვამდე, "ჩური ურდინი" ჯერ "სამეფო კლუბს" შეატყობინებს მსურველთან შეთანხმებულ ფასს და მადრიდელებს შეეძლებათ, ახალგაზრდა სწორედ ამ თანხად დაიბრუნონ. მიუხედავად ამისა, "ბლანკოსში" კუბოს დაბრუნებით დაინტერესებულნი არ არიან.
შეგახსენებთ, რომ ტაკეფუსა "რეალმა" 2019 წელს დაიამატა, თუმცა მთავარ გუნდში გამოჩენის შანსი არ მიეცა. გასულ ზაფხულს კი იგი "სოსიედადმა" 6 მილიონ ევროდ შეიძინა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში კუბომ 4 გოლი და 6 ასისტი მიითვალა.