2 წლის და 10 თვის წინ
"ეს ყველაფერზე თავად მეტყველებს" - კურტუმა ვინი დაიცვა
"ეს ყველაფერზე თავად მეტყველებს" - კურტუმა ვინი დაიცვა
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" სტუმრად "ოსასუნა" დაამარცხა.

"სამეფო გუნდმა" მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა და აქტივში სამი ქულა ჩაიწერა.

სამწუხაროდ, ამ მატჩშიც ვიხილეთ ის, რაც ვინისიუსის გარშემო ბოლო პერიოდი ხდება.

წუთიერი დუმილის დროს და უშუალოდ თამაშის დროსაც, ბრაზილიელის მიმართ გულშემატკივრები უწმაწური სიტყვებით გამოირჩეოდნენ.

ამ ფაქტზე ტიბო კურტუამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა:

"კარგი საფეხბურთი საღამო იყო, თუმცა იმ საშინელების გარეშე, რაც დღეს ხდებოდა, უფრო კარგი იქნებოდა."

"მშობლები, რომლებიც სტადიონზე შვილებთან ერთად იყვნენ, ვინის ბო*ის შვილს ეძახდნენ. მგონი ეს მათზე ყველაფერს თავად ამბობს", - ამბობს ბელგიელი მეკარე.


Facebook კომენტარები