15 ივნისს ესპანეთთან გამართული მატჩით, ლუკა მოდრიჩმა კრიშტიანუ რონალდუს ევროპის ჩემპიონატებში მიღებული მონაწილეობის რეკორდი გაიმეორა.
მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა, ხორვატიის სასტარტო შემადგენლობაში ესპანეთის წინააღმდეგ ევრო 2024-ის პირველ ტურში მოედანზე 65 წუთი გაატარა, რა დროსაც, საკვირველია, გუნდსაც უკაპიტნა. მატჩი ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
დასანანი შედეგის მიუხედავად, მოდრიჩი გახდა მეორე მოთამაშე, ყოფილი თანაგუნდელის, კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ხუთ სხვადასხვა გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. რონალდუმ ამ შედეგს 2020 წლის ჩემპიონატზე მიაღწია.
რეკორდი ძალიან მალე გადაიწერება, რადგან პორტუგალიელი ვარსკვლავი ყველანაირად მზად არის ჩაატაროს მის კარიერაში რიგით მეექვსე ევროპის ჩემპიონატი. ეს კი სამშაბათს მოხდება, სადაც პორტუგალია თავის პირველ მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.
აქვე გეტყვით, რომ მოდრიჩის დებიუტი ევროზე 2008 წელს შედგა, როდესაც ხორვატია მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა.