5 თვის და 3 კვირის წინ
“Fifa “რეალს” საკმარის ფულს არ უხდია” - ანჩელოტის კომენტარი
“Fifa “რეალს” საკმარის ფულს არ უხდია” - ანჩელოტის კომენტარი
ავტორი
Aa

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2025 წელს, ამერიკაში გაიმართება. თუმცა, აღნიშნული ტურნირი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის გარეშე ჩატარდეს.

„რეალ მადრიდის“ მთავარი მწვრთნელის განცხადებით, "ფიფა" „რეალისთვის“ საკმარისი კომპენსაციის გადახდას არ აპირებს. სწორედ ამ მიზეზით, კარლო ანჩელოტი ტურნირში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს. 

იტალიელი სპეციალისტის თქმით, „რეალის“ მიერ ჩატარებული ერთი მატჩის ღირებულება 20 მილიონს აღწევს. თუმცა, „ფიფას“ ესპანური კლუბისთვის აღნიშნული თანხის გადახდა ტურნირში მთლიანი მონაწილეობის სანაცვლოდ სურს.

Il Giornale-სთან საუბრისას, „რეალის“ მენეჯერმა პირდაპირ განაცხადა, რომ „ფიფასგან“ გამოგზავნილ მოწვევაზე "რეალი" უარს იტყვის, სხვა კლუბების მსგავსად.

თუმცა, მოგვიანებით კარლო ანჩელოტიმ სოციალური ქსელის გამოყენებით საკუთარ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "რეალი" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე შესაძლოა მაინც ვიხილოთ.


Facebook კომენტარები