რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ "ვალენსიას" სამ გულშემატკივარს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავედ სცნეს მადრიდის "რეალისა" და "ვალენსიას" მატჩზე, ვინისიუს ჯუნიორის მიმართ რასობრივი ხასიათის შეურაცხყმყოფელი სიტყვების გაჟღერებისთვის.
ზემოთხსენებულმა ფანებმა, ვინისიუსს რასობრივი შეურაცხყოფა "მესტალიაზე" გამართულ მატჩზე მიაყენეს, სადაც გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა 2023 წელს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პირდაპირ მიუთითა ტრიბუნაზე მყოფ სამ გულშემატკივარზე, რის შემდეგაც მთავარმა არბიტრმა თამაში შეაჩერა.
ფანები დამნაშავედ ცნეს „ზნეობრივი კეთილსინდისიერების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის“ „რასისტული მოტივით დისკრიმინაციის დამამძიმებელ გარემოებაში“. სამეულს პატიმრობა 8 თვით მიესაჯა (12-ის ნაცვლად). ასევე მათ სამი წლით აეკრძალათ ნებისმიერ ესპანურ საფეხბურთო სტადიონზე შესვლა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გულშემატკივრები დააპატიმრეს ლა ლიგის საჩივრის საფუძველზე.
BBC Sport-ის განცხადებაში, ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა თქვა: „ეს გადაწყვეტილება ესპანეთში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის კარგი მაგალითი იქნება, რადგან ეს მკაფიო მესიჯს უგზავნის მათ, ვინც საფეხბურთო მოედანზე მოთამაშეთა შეურაცხყოფის მიზნით მიდიან.