ნიჭიერი გერმანელის შეძენით უამრავი კლუბია დაინტერესებული. თუმცა, ესპანური მედიის განცხადებით, სატრანსფერო ბრძოლა „მადრიდის რეალმა“ მოიგო. Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის ფეხბურთელის ყიდვასთან ყველაზე ახლოს სწორედ აღნიშნული გუნდის წარმომადგენლები არიან.
ფლორიან ვირტცმა გერმანული ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვა. მან ჯამში 49 მატჩში შეიტანა საკუთარი წვლილი, რის ფონზეც 18 გოლი და 20 საგოლე პასი დააგროვა. შესაბამისად, გერმანული კლუბი მის სანაცვლოდ საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს.
Marca-ს განცხადებით, ვირტცის ყიდვის სანაცვლოდ „რეალს“ 150 მილიონი ევროს გადახდა დასჭირდება. ესპანური გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გუნდებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ტრანსფერი მომავალ ზაფხულს განხორციელდება.