1 თვის და 2 კვირის წინ
გაირკვა - რა უთხრა ანჩელოტიმ კროოსს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ
გაირკვა - რა უთხრა ანჩელოტიმ კროოსს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ
ავტორი
Aa

როგორც ცნობილია, ტონი კროოსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის სახით დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ, მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში ბოლო მატჩი ჩაატარა. 

მედიასთან საუბრისას ლეგენდარულმა კარლო ანჩელოტიმ გაამხილა, თუ რა უთხრა მან გერმანელ ნახევარმცველს, სანამ გუნდი მას დაემშვიდობებოდა. 

Ill Giornale-თან ინტერვიუში იტალიელმა სპეციალისტმა თქვა: "მე ტონის უკვე ვუთხარი, რომ თუ კი ის გადაიფიქრებს, მომდევნო თვეების განმავლობაში, საკმარისია მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარი და ჩვენ ყველაფერს თავიდან დავიწყებთ."

კროოსმა უკვე დაადასტურა, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ის ფეხბურთიდან საბოლოოდ წავა. მან კარიერა შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იდეალურად დაასრულა "დორტმუნდთან" გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ასისტიც მიითვალა დანი კარვახალის გოლის მომენტში. 

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" არ აპირებს გერმანელი ნახევარმცველის პირდაპირი შემცვლელის შეძენას ამ ზაფხულს. ივარაუდება, რომ მომავალ სეზონში კილიან მბაპეს კლუბში მისვლიდან გამომდინარე, ჯუდ ბელინგემი ნახევარდაცის სიღრმეს დაიკავებს.


Facebook კომენტარები