
კილიან მბაპე მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია, ამის შესახებ კლუბმა ოფიციალური განცხადება სოციალურ ქსელებში დაადასტურა.
"მადრიდის "რეალმა" ფრანგთან კონტრაქტის პირობებზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. მადრიდელთა განცხადების მიხედვით, მბაპემ "თეთრებთან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის ესპანელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა "პსჟ-სთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.
ფრანგი სუპერვარსკვლავი მადრიდის "რეალში" სეზონში დაახლოებით 10-15 მილიონ ევროს მიიღებს. ფაბრიციო რომანოს თქმით, ეს არის იმის მესამედი, რაც მან "პსჟ-ში" ყოფნის დროს გამოიმუშავა და თითქმის ნახევარი იმისა, რაც მას მადრიდის "რეალმა" 2022 წელს შესთავაზა.