10 თვის და 3 კვირის წინ

"რეალმა" ხოსელუს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ავტორი
Aa
Athletic-ი იტყობინება, რომ მადრიდის "რეალმა" ხოსელუს პერმანენტული ტრანსფერით შეძენა გადაწყვიტა.
ვეტერანი თავდამსხმელი "თეთრებში" ამჟამად იჯარით "ესპანიოლიდან" იმყოფება, ხოლო მადრიდელები ხელშეკრულებაში არსებულ 1.5 მილიონი ევროს გამოსყიდვის პუნქტის ამუშავებას აპირებენ.
34 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში "რეალის" მაისურით 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 16 გოლიც გაიტანა, მათ შორის გადამწყვეტი დუბლი "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
როგორც ჩანს "თეთრები" დაელოდებიან სანამ "ესპანიოლი" სეზონს დაასრულებს, რათა ოფიციალურად გამოაცხადონ ტრანსფერი. კატალონიური კლუბი ახლა სეგუნდას პლეი-ოფშია და მადრიდელებს სურთ, მაქსიმალური პატივისცემით მოეკიდონ მათ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 თვის წინ

მადრიდ რეალის" სავარაუდო შემადგენლობა სევილიას" წინააღმდეგ
4 თვის და 1 კვირის წინ

"ლევერკუზენს" გიულერის დამატება სურს - როგორია "რეალის" პოზიცია ტრანსფერზე
5 თვის და 1 კვირის წინ

სავარაუდო დრო ცნობილია - როდის შეძლებს ალაბა ტრავმიდან დაბრუნებას
6 თვის წინ

“ვინისიუს ჯუნიორმა დაიმსახურა ეს…” - ტონი კროოსი კომენტარი ოქროს ბურთზე