3 თვის და 3 კვირის წინ
ანჩელოტი: "ამის შემდეგ ჩემს სამწვრთნელო კარიერას დავასრულებ"
ანჩელოტი: "ამის შემდეგ ჩემს სამწვრთნელო კარიერას დავასრულებ"
ავტორი
Aa

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, კარლო ანჩელოტიმ მედიასთან საუბრისას მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

"ჩემი კარიერა მადრიდის "რეალში" დასრულდება. მწვრთნელობას მანამდე განვაგრძობ, სანამ ამ კლუბს არ დავტოვებ."

წინა ინტერვიუში იტალიელმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად კარგად გრძნობს ის მადრილში თავს: "მე ვეცდები გავაკეთო საუკეთესო ამ კლუბისთვის, რადგანაც აქ ყველაფერი განსაკუთრებულია. მრავალ გუნდში მიმუშავია მაგრამ "რეალი" ყველასგან გამორჩეულია."

"ზუსტად ისე ვგრძნობ თავს, როგორც ერთ-ერთი გულშემატკივარი, ისე, როგორც "მილანის" შემთხვევაში იყო, ზუსტად ისე განვიცდი ყველაფერს, როგორც ამას ფანები აკეთებენ. ახლა კი იმის შესაძლებლობა მაქვს, რომ ამ კლუბთან ერთად რაიმე ღირებულს მივაღწიო და მერწმუნეთ, ამისთვის არაფერს დავიშურებ", - დაამატა კარლომ.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის "თეთრებთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ამ მომენტში კი ის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ამზადებს, სადაც სამეფო კლუბი "დორტმუნდის ბორუსიას" დაუპირისპირდება 


Facebook კომენტარები