4 თვის და 3 კვირის წინ
დიდი დაბრუნება! - ჩაბი ალონსომ კრიშტიანუს ტრანსფერი მოითხოვა
დიდი დაბრუნება! - ჩაბი ალონსომ კრიშტიანუს ტრანსფერი მოითხოვა
ავტორი
Aa

უცხოურ მედიაში კრიშტიანუ რონალდუს ევროპაში დაბრუნების საკითხი კვლავაც აქტუალური საკითხია. 

პრესაში პორტუგალიელს დაბრუნებას, ძირითადად, ლისაბონის "სპორტინგში" უწინასწარმეტყველებენ. 

თუმცა ასევე დაიწერა, რომ ჩაბი ალონსოს კრიშტიანუს ხილვა საკუთარ გუნდში სურს. 

როგორც გამოცემა "FoxDepartes" იუწყება, ესპანელმა სპეციალისტმა "ბაიერ ლევერკუზენის" მესვეურებს შემდეგის სეზონისთვის რონალდუს ტრანსფერი მოსთხოვა. 

ჩაბიმ გერმანულ გუნდს არაამქვეყნიური შედეგები დაადებინა და არ არის გამორიცხული, რომ "ბაიერის" ხელმძღვანელებამ მას სურვილი აუსრულოს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ისინი მადრიდის "რეალში" თანაგუნდელები 5 წლის განმავლობაში იყვნენ.


Facebook კომენტარები