2 თვის წინ
“გადავწყვიტე, რომ კარიერა ევროს შემდეგ დავასრულო” - კროოსის გულის ამაჩუყებელი პოსტი
“გადავწყვიტე, რომ კარიერა ევროს შემდეგ დავასრულო” - კროოსის გულის ამაჩუყებელი პოსტი
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის “რეალის” ლეგენდამ, ტონი კროოსმა გადაწყვიტა, რომ საფეხბურთო კარიერა 2024-წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულოს.

ამსთან დაკავშირებოთ კი გერმანელმა სოციალურ ქსელში დაწერა:

“2014 წლის 17 ივლისს, როდესაც ხელშეკრულება მადრიდის “რეალთან” გავაფორმე, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.”

“დაიწყო ახალი მოღვაწეობა მსოფლიოს საუკეთესო გუნდში. არასდროს დამავიწყდება ეს პერიოდი, რომელიც წარმატებებით სავსე იყო.”

“მინდა გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს დიდი მადლობა გადავუხადო.”

“მივიღე გადაწყვეტილება, რომ ევროპის  ჩემპიონატის შემდეგ კარიერა დავასრულო. ეს ადვილი არ იქნება, როგორც აქამდეც ვამბობდი, “რეალი” იყო, არის და იქნება ჩემი უკანასკნელი კლუბი.”

“ახლა კი მხოლოდ ერთი მიზანი დამრჩა, “ბალნკოსს” მე-15 ჩემპიონთა ლიგის მოგებაში შევუწყო ხელი.” - განაცხადა გერმანელმა ნახევარმცველმა.


Facebook კომენტარები