1 წლის და 2 თვის წინ
ვინ შეცვლის პედრის "კლასიკოში" - ჩავის პასუხი
ვინ შეცვლის პედრის "კლასიკოში" - ჩავის პასუხი
ავტორი
Aa

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, პედრი გონსალესი გუნდს 1 თვით გამოაკლდა. 20 წლის ვარსკვლავმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო.

ესპანელი ფეხბურთელი დაახლოებით ერთ თვეს იუქმებს და შესაბამისად იგი მადრიდის "რეალთან" დაპირისპირებასაც გამოტოვებს.

ახლა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ქომაგთათვის მთავარი ისაა, თუ ვინ შეცვლის პედრის მისი არყოფნის პერიოდში. ეს შეკითხვა ჩავი ერნანდესსაც დაუსვეს.

"შემდეგი მატჩები პედრის გარეშე? ჩვენ გვყავს გავი, ფრენკი, კესიე, პაბლო ტორე, რობერტო... გვყავს ალტერნატივები, თუმცა პედრი განსაკუთრებული ფეხბურთელია და იგი ძალიან დაგვაკლდება. 

"ჩემთვის, პედრის პირდაპირი შემცვლელი სერხი რობერტოა. მას თამაში კარგად ესმის, დინამიურია, პედრის პოზიციაზე ბევრის მოცემა შეუძლია," - განაცხადა "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო "ელ კლასიკო" 3 მარტს, კოპა დელ რეის 1/2 ფინალში შედგება.


Facebook კომენტარები