1 წლის და 9 თვის წინ
"ბარსას" ერთ-ერთი ლიდერი "ელ კლასიკოს" გამოტოვებს - უდიდესი დანაკლისი
"ბარსას" ერთ-ერთი ლიდერი "ელ კლასიკოს" გამოტოვებს - უდიდესი დანაკლისი
ავტორი
Aa

გუშინ, ევროპა ლიგის 1/16 ფინალში კატალონიის "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ამ შეხვედრაში, "ბლაუგრანას" 20 წლის ნახევარმცველმა პედრი გონსალესმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი იძულებით დატოვა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს დისკომფორტი ბარძაყზე აქვს. ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ის მინიმუმ 4-5 კვირას იუქმებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ პედრი კოპა დელ რეის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრას გამოტოვებს, სადაც კატალონიელები მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდებიან.

ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ ესპანელის თამაში ლა ლიგის "ელ კლასიკოშიც" საეჭვოა, რომელიც 19 მარტსაა ჩანიშნული.

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გონსალესმა "ბარსას" მაისური 30 მატჩში მოირგო და 7 გოლი გაიტანა.


Facebook კომენტარები