5 თვის და 1 კვირის წინ
მბაპემ პერესს პატიება თხოვა - კილიანის ბოდიში "რეალის" პრეზიდენტს
მბაპემ პერესს პატიება თხოვა - კილიანის ბოდიში "რეალის" პრეზიდენტს
ავტორი
Aa

კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავია.

ასე დარწმუნებით შეგვეძლო ამ სიტყვების თქმა 2022 წელს, როცა ფრანგი შემტევის "ბლანკოსში" ტრანსფერო დროის საკითხი იყო.

მიუხედავად ამისა, ყველასთვის მოულოდნელად ახალგაზრდა თავდამსხმელმა "სამეფო გუნდი" უარით გაისტუმრა და "პარის სენ-ჟერმენთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.

საგულისხმოა, რომ ამ ამბავმა როგორც ფანებში, ისე "რეალის" წარმომადგენლებშიც ძლიერ დიდი ბრაზი გამოიწვია.

გამოცემა "Relevo" იუწყება, რომ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით კილიანმა ფლორენტინო პერესს ბოდიში პირადად მოუხადა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა გაანალიზა, რომ ეს ნაბიჯი მისი მხრიდან სწორი არ იყო.

ასე და ამგვარად, თუ ისევ რაიმე სასწაული არ მოხდა, მბაპე ზაფხულში "რეალის" მაისურს მოირგებს.


Facebook კომენტარები